ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა - ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი