ანა დოლიძე - საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს უმსხვილესი თანამედროვე კომპანიების ინვესტიციები, აქ გახსნას წარმოება და აქვე დავასაქმოთ ჩვენი ხალხი

საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად , - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში წერს.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს უმსხვილესი თანამედროვე კომპანიების ინვესტიციები.

,,საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. EDGE; General Motors Defence;Lockheed Martin. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს ასეთი კომპანიების ინვესტიციები, აქ გახსნას წარმოება და აქვე დავასაქმოთ ჩვენი ხალხი. ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჩემი კავშირებით ამას მალევე შევძლებთ. ზუსტად ამის ამბიცია უნდა გვქონდეს, საამაყო ქართული წარმოების და არა მესამეხარისხოვანი, ნახევრად კრიმინალური მაფიოზური ქვეყნად ყოფნის, რასაც რეჟიმი გვაჩვევს და გვთავაზობს’’, - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქში”.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა