ვლადიმერ პუტინი - უნდა შეიქმნას დედამიწის იშვიათი ლითონების ინდუსტრიის მთელი ხაზი

იშვიათი ლითონები თანამედროვე ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსებია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იშვიათი ლითონების ინდუსტრიის განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ეროვნული პროექტის ფარგლებში, უნდა შეიქმნას დედამიწის იშვიათი ლითონების ინდუსტრიის მთელი ხაზი, სრული ციკლი, მათი მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველსაყოფად, მაღალი დამატებული ღირებულების მზა მაღალტექნოლოგიური საქონლის წარმოებამდე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს ამ პროცესის დასაწყებად ყველაფერი აქვს.

„ეს სფერო თანამედროვე ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურს-ბაზას წარმოადგენს. იშვიათი ლითონები მოთხოვნადია მიკროელექტრონიკაში, ენერგეტიკაში, ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის შექმნაში, სამოქალაქო და თავდაცვის სფეროს მრავალ სექტორში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა