ემანუელ მაკრონი - ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე

ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროისთვის მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა დიდ ცვლილებას აქვს ადგილი, რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, ამიტომ ახალი კონტექსტია. ასე რომ, ურთიერთობის განახლებისთვის პრეზიდენტ ტრამპს კარგი მიზეზი აქვს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთანხმების პატივისცემა მოხდება „სიძლიერე და შეკავების შესაძლებლობებია“.

„მჯერა, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. პირველ რიგში უნდა მივიღოთ რაღაც, რისი შეფასება, შემოწმება და დამოწმება შეიძლება მოხდეს. მოდით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკმარისი გარანტიების შექმნა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს