ჰელსინკის კომისია - პუტინის ამბიციები უკრაინის საზღვრებთან არ მთავრდება - თუ თავისუფალი ქვეყნები არ შეაჩერებენ პუტინს უკრაინაში, მისი აგრესია მალე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ სახელმწიფოებს

პუტინმა და მისმა ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

კომისია აცხადებს, რომ სამი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინს ჰქონდა მკაფიო და შემზარავი მისია: გაენადგურებინა უკრაინის სახელმწიფო და ჩამოერთვა უკრაინელი ხალხისთვის განსხვავებული ეროვნული იდენტობა.

განცხადებაში საუბარია იმ ქმედებებზე, რასაც, კომისიის მტკიცებით, რუსები უკრაინაში სჩადიან.

„ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ნადირობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ძალადობენ სამხედრო ტყვეებზე და ანადგურებენ ენერგეტიკულ ქსელს, მილიონობით ოჯახს ზამთრის სიცივესა და სიბნელეში ძირავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომისია აცხადებს, რომ პუტინის ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და ის აპირებს, რუსეთის იმპერია აღადგინოს.

„პუტინის ამბიციები უკრაინის საზღვრებთან არ მთავრდება. ის აპირებს ძალის საშუალებით აღადგინოს რუსეთის იმპერია. თუ თავისუფალი ქვეყნები არ შეაჩერებენ პუტინს უკრაინაში, მისი აგრესია მალე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ სახელმწიფოებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ხელშეკრულებით გვაკისრია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომისია აცხადებს, რომ ომის სამართლიანი დასრულება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკრაინის ტერიტორიისა და სუვერენიტეტისთვის.

„ამ ომის სამართლიანი დასრულება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკრაინის ტერიტორიისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებულ შტატებს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ჩვენს უახლოეს მოკავშირეებს ევროპული მშვიდობისა და ტრანსატლანტიკური კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება