ადგილობრივების ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, სახურავის წმენდისას დაშავებული მამაკაცის კლინიკაში გადასაყვანად, გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში,ახალგაზრდა მამაკაცი სახურავის წმენდისას დაშავდა და კლინიკაში არის გადაყვანილი. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, იგი კონტაქტურია და კვლევები უტარდება.

თავის მხრივ, ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას.

„მამაკაცი ადგილობრივმა მოსახლეობა გამოიყვანა. სოფელმა გაათენა, ადგილზე 11 კაცი მუშაობდა 5 საათის განმავლობაში გზა გაწმინდეს და დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, წუხელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ადგილობრივები დახმარებას ითხოვდნენ.

როგორც ისინი აცხადებდნენ, დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, ადგილზე კი დიდთოვლობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ მიდიოდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა