ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ოზურგეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.

უწყების ცნობით, სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხელახლა გვიწვეს ცენტრების გაწმენდა, ვერ ერევა ტექნიკა, ცენტრალური თუ არ გაიწმინდა, შიდა სასოფლო გზები ჯერ არ გაიწმინდება, რადგან მაღალი თოვლია, მოსახლეობასთან კომუნიკაციას პირადად ვერ ვახერხებთ, თუმცა გამგებლებისგან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა, შიდა უბნებში ვერ შევდივართ, ძლიერი თოვაა. ტექნიკა მუშაობს რომ გაიწმინდოს, დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია, 16 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს”, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა