ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები მითაიშვილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და თავს მიკროავტობუსს აფარებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მითაიშვილების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. როგორც ოჯახის წევრები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, თავს მიკროავტობუსს აფარებენ.

„სახლი ჩამოგვენგრა. მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს. ბავშვები სახლში არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვართ. ხმა გავიგეთ და გამოვასწარით წამიერად, პირდაპირ საწოლზე დაეცა ნანგრევები. მივმართეთ სამაშველოს მაგრამ არაა გზები, საერთოდ გზა არაა, რომ ვინმე მოვიდეს. გაიწმინდება და მოვალთო, მერე არ გვჭირდება. ტელეფონსაც ვერ ვტენით. მეზობლების სახლებიც საფრთხის ქვეშაა. მეწყერსაშიში ზონაა. ჩვენ ეკომიგრანტის სტატუსი გვაქვს, გასახლება მაქვს, ველოდები თანხის ჩარიცხვას. ვერ წავედით, მთელი პროცედურები სჭირდება“, - აცხადებს ინგა მითაიშვილი.

როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა “ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ მათ დროული დახმარება აღმოუჩინონ.

"მაქვს ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ დროული დახმარება აღმოვუჩინოთ. სოფლის ცენტრამდე გზა თითქმის გაიწმინდა. რთული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში, ოჯახები ჩარჩენილი არიან თოვლში. მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ”,- განაცხადა ლანჩხუთის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება