Reuters - საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი, პრინცი ხალიდ ბინ სალმანი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს ვაშინგტონში შეხვდა.

„შეხვედრის დროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ. ჩვენ ასევე რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენები და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საერთო ძალისხმევის საკითხები განვიხილეთ“, - წერს საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი