აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია, - ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.

დეპარტამენტის ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.

მძღოლებს მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ”, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება