დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის­ დასმისთანავე მიენიჭებათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან, ექსპერტებთან და ექიმებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღო.

„შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისებითა და შეღავათებით, რაც დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს და ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ბავშვის შესაძლებლობებს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაავადების პროგრესის ტემპი.

80 შშმ ბავშვი, უზრუნველყოფილი იქნება ფულადი გასაცემელით - სოციალური პაკეტით. ერთი შშმ ბავშვის სოციალური პაკეტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხა 425 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი მარტიდან შევა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო