ირაკლი კობახიძე - ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე - ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას

ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს გეგმა ძალიან მალე იქნება წარმატებული.

„ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის, რეზოლუციებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი. ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მიმართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა