ევროკომისარი - ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა - ჩვენ არასდროს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი არ იქნება

ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა, - ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, კრიტიკული მინერალების შესახებ ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტისას შესთავაზა.

„ევროპისთვის საჭირო 30 კრიტიკული ნედლეულიდან 21-ის მიწოდება უკრაინას ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმების ფარგლებში შეუძლია. ევროპის შეთავაზების დამატებითი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი არ იქნება“, - განაცხადა სეჟურნემ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან.

„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება