რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„25 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის მიწვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით თეირანს ეწვევა“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, თეირანში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვი გუშინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა