ადვოკატი - დღეის მდგომარეობით, გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, ის ბრალს არ აღიარებს

დღეის მდგომარეობით, გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს, - აღნიშნულის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ბაჩიაშვილი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები პირი არ იყო, რადგან საკითხებს კოლეგიალური ორგანო წყვეტდა.

„გულგრილობა გულისხმობს რამე ქმედების არაჯეროვნად, არასრულყოფილად შესრულებას. ცხადია, ამ დანაშაულსაც გიორგი არ აღიარებს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით, ზუსტად ჰქონდა შესრულებული ყველა ის ვალდებულება, რაც მას გააჩნდა. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, პირადად ბაჩიაშვილი არ გახლდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები პირი. არსებობდა კოლეგიალური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა ერთხმად. ბრალდებული არც გულგრილობას არ აღიარებს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ მას არავინ ედავება თანხის უკანონო მითვისებას და ა.შ.“ - განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება