ბექა ლილუაშვილი - რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა

რამდენად უვიცი, ან რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

მისი თქმით, „ეს არის სამარცხვინო კომენტარი, რომელიც აღარც კობახიძის "პროპაგანდის მარჟით" აღარ იხსნება“.

„ივანიშვილის მიერ, აშშ-დან და UK-დან ნახატების გამორბენინება რა ფორმით არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ნეტავ?! ამ ნახატების გარეშე, სავაჭრო ბრუნვის ზრდა მხოლოდ 6% და ისიც ძირითადად იმპორტის ზრდის ხარჯზე.

რამდენად უვიცი, ან რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა. ამ დროს კი, შენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება აგრესორ, ოკუპანტ რუსეთზე გაზარდო, დასავლეთის ქვეყნებზე შეამცირო და შემდეგ ამით ამაყობდე (ეს კი ნამდვილად დასტურდება საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებით თუნდაც გასულ წელს),“ - წერს ლილუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს