ანტონიო კოსტა - ევროპელი ლიდერები აშშ-ში ვიზიტის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენებას მოისმენენ

ევროპელი ლიდერები აშშ-ში ვიზიტის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენებას მოისმენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროპული საბჭოს პრეზიდენტზე, ანტონიო კოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის მოსამზადებლად, ხვალ დილით საბჭოს წევრების ვიდეოკონფერენციას ვაწყობ, რათა ვაშინგტონში მისი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოვისმინოთ“, - წერს ანტონიო კოსტა X-ზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გუშინ თეთრ სახლში შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებისა და აშშ-ევროპის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის