მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან მივიდეს - არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ

სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან მივიდეს - არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ - ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, ისედაც რთული ვითარებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები სოფლებში გზების გაკვალვას და მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.

მდინარაძის თქმით, თავდაცვის ძალების ნაწილი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში, ნაწილი კი ადგილზე მიემართება.

„სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე, ჩართულია უკვე, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობაა ამისი. არის ადგილი ძალიან სამწუხარო, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი, რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები. ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. მძიმე ტექნიკა მუშაობდა და თოვლი სად წაეღოთ ისიც კი აღარ იცოდნენ.

ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად იყო გამოწვეული [გარდაცვალება]. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე - ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ [ხალხს]. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი