„ენერგო პრო ჯორჯია“ - ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8%-ს მიეწოდება

ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8%-ს მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში.

“ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გურიაში და აჭარაში, დამატებითი ტექნიკური ბრიგადების მობილიზება თითქმის მთელი საქართველოდან, ამინდის გაუარესებიდან მოკლე დროში მოახერხა.

ელექტრიკოსები ამ დრომდე აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებიან. თუმცა, დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრასტრუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 % -ს მიეწოდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით, 28 % -ს (16 000 აბონენტს) მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით.

ამ დროისთვის სტიქია უტევს ასევე იმერეთს, განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური აქაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი