ლევან მახაშვილი - ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის

ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ელჩები პროკურორის თუ მოსამართლის როლში გამოდიან.

„გვახსოვს, როდესაც ელჩები პოლიტიკურ როლებს ასრულებდნენ - ასევე გვახსოვს, სამწუხაროდ, როგორ დასრულდა ეს ურთიერთობები (როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ელჩებისთვის). ამიტომ, ჩვენ ვისურვებდით, რომ პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც ისედაც მრავლად გვყავს შიდა პოლიტიკაში, ამ ადამიანებმა ის როლი შეასრულონ, რისთვისაც მოვლენილი არიან ამ ქვეყანაში. თუ რაიმე სხვა კითხვა აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ შსს-ს მიმართონ, დეტალურად ნახონ თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება, ვიდეო/ფოტო თუ სხვა ტიპის, რომელიც ამ ადამიანზე შეიძლება იყოს, ასევე შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო სხდომებს, მაგრამ როდესაც თავად გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში, ეს ნაწილი და ეს კომპონენტი ჩვენთვის მიუღებელია. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობები იყოს არა ის, რასაც ვხედავთ - პოლიტიკოსების, პროკურორების თუ მოსამართლეების მანტიით რომ გვესაუბრებიან, არამედ ჯდებოდეს დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.

„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს