ცესკოს წევრების არჩევის წესი კიდევ ერთხელ იცვლება - ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად 90-ხმიანი კვორუმი საჭირო აღარ იქნება

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ცესკოს წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის - პარლამენტის მიერ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად, სამ მეხუთედიანი კვორუმით კენჭისყრის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს წევრის არჩევისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

“კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.

გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ცესკოს წევრის არჩევის წესზეც გავრცელდეს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება - მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ასევე ცესკოს წევრების არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კანონით გათვალისწინებული არ იქნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი