დონალდ ტუსკი - იმედი მაქვს, რომ მთლიანად ევროპისა და წევრი ქვეყნების თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა

იმედი მაქვს, რომ მთლიანად ევროპისა და წევრი ქვეყნების თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ევროპის, წევრი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპის დიდი თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა. კვირას ლონდონში ვიქნებით, სადაც ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და ლიდერთა ჯგუფთან ერთად, თავდაცვის ერთობლივ გეგმებს განვიხილავთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას ცნობით, ლიდერები ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს მომავალ კვირას დაგეგმილ საგანგებო სამიტზე განიხილავენ.

„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, კი აღმოსავლეთ საზღვრისთვის, პოლონეთისთვის, ბალტიისპირეთისთვის, რუმინეთისთვის და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგისთვის“, - აღნიშნა კოსტამ.

ცნობისთვის, ანტონიო კოსტას მოწვევით 6 მარტს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი