RDNA4 - უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის 506 მილიარდი ევროა საჭირო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, იმ თანხის ჯამური ოდენობა, რაც ქვეყნის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვისაა საჭირო, 506 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და გაერო-ს ერთობლივ მონაცემებში - „ზარალისა და აღდგენის საჭიროებების სწრაფ შეფასებაშია" (RDNA) - აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ეს თანხა 2.8-ჯერ აღემატება უკრაინის 2024 წლის ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ).

RDNA4-ის შეფასების მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ზარალის შესახებ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე, უკრაინაში პირდაპირი ზარალი 170 მილიარდ ევროს აღწევს.

აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა საცხოვრებელი, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის და განათლების სექტორები.

ამჟამინდელი ვარაუდით, დაზიანდა ან განადგურდა მთლიანი საცხოვრებელი ფონდის 13 პროცენტი, რამაც 2.5 მილიონზე მეტი ოჯახი დააზარალა. ამასთან, ენერგეტიკის სექტორში დაზიანებული ან განადგურებული აქტივების რაოდენობა წინა შეფასებასთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.

მთლიანი ზარალის დაახლოებით 72%-ი ფრონტის ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონებზე (დონეცკი, ხარკოვი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და კიევი) მოდის.

რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის საჭიროება ყველაზე მაღალია საცხოვრებელ სექტორში (დაახლოებით 81 მილიარდი ევრო), მას მოსდევს ტრანსპორტის სექტორი, ენერგეტიკის და სამთო მოპოვების, ვაჭრობისა და მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორები.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი