დაბა ჩაქვში სახლის სახურავი ჩამოინგრა, ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში დუმბაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” გია დუმბაძე აცხადებს, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, ოჯახი კი მეზობლებს აფარებს თავს.

"სახურავი ჩამოინგრა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ახლა მეზობლებთან ვაფარებთ თავს. სახლში ვერ დავბრუნდებით საფრთხისშემცველია. ვითხოვთ, ქობულეთის მერიიდან ყურადღებას”, - აცხადებს გია დუმბაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ დუმბაძეების ოჯახის მდგომარეობას, მერიის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა.

“ოჯახს უსაფრთხო ადგილზე გავიყვანთ, მოხდება სიტუაციის შესწავლა და შემდგომ ქირით გაყვანა. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას”, - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება