პოლონეთის საელჩო - დღევანდელი დღე ახსენებს როგორც საქართველოს, ასევე, პოლონეთს, ვინ წარმოადგენდა და წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის

პოლონეთის საელჩო საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დღე საქართველოს და პოლონეთს ახსენებს, ვინ წარმოადგენდა და წარმოადგენს დღემდე უდიდეს საფრთხეს დამოუკიდებლობისთვის.

განცხადების თანახმად, ღირს „საერთო ისტორიული გაკვეთილებისა და გამოცდილებების დამახსოვრება და გამეორება“.

“დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის 104-ე წლისთავია. ეს დღე ახსენებს როგორც საქართველოს, ასევე, პოლონეთს, ვინ წარმოადგენდა ყოველთვის და წარმოადგენს დღემდე უდიდეს საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

ღირს საერთო ისტორიული გაკვეთილებისა და გამოცდილებების დამახსოვრება და გამეორება, განსაკუთრებით ახლა” , - ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება