„გენერალ გიორგი მაზნიაშვილის” და „იუნკერების მარში“ გაერთიანდა და გმირთა მოედნისკენ მიემართება

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იუნკერების მარშს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი და ბანერები ლოზუნგებით: "გაიფიცე","გადაეცით მთავრობას რომ მეომარი ქართველები უკან არ იხევენ".

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".

ამ წუთებში გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც კიდევ რამდენიმე მარშის მონაწილეებიც შეუერთდებიან.

აქცია/მსვლელობას ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მიჰყვებიან.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით გმირთა მოედნისკენ ერთდროულად რამდენიმე აქცია/მარში მიმდინარეობს.

ყველა მარში კი საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაერთიანდება და საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება