ელენე ხოშტარია - სხვა გზა არ არსებობს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - სიმბოლურია, რომ დღეს, ოკუპაციის დღეს, ამდენი ხნის მერეც, გვიწევს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა

არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც მთავარი საფუძველი ძალაუფლებისა, ხალხი, არის შენს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის მარშს შეუერთდა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს, ოკუპაციის დღეს, კიდევ გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.

„არ არსებობს ქვეყნის მართვა, როდესაც ხალხი არ გემორჩილება. არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც მთავარი საფუძველი ძალაუფლებისა - ხალხი, არის შენს წინააღმდეგ. არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ გაღიარებს როგორც მმართველს და როგორც ველური, ისე იქცევი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

მესმის, რომ მარტივი პროცესი არაა. ამდენი ხანია ადამიანები ციხეში არიან, ნაცემები არიან, ჯანმრთელობა შელახულები არიან ყოველდღე ქუჩაში გამოდიან. მარტივი პროცესი არ არის, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დაცვას, საკუთარი მომავლის, თავისუფლების, ღირსების სამართლიანობის, კეთილდღეობის დაცვას, სხვა გზა არ არსებობს, უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. დღეს, ოკუპაციის დღეს, სიმბოლურია, რომ ჩვენ კიდევ, ამდენი ხნის მერე, გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება