ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა” და “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” შორის კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო დღეებში დაიწყება

“ქრისტიან-დემოკრატებსა” და “სოციალ-დემოკრატებს” შორის კოალიციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მომდევნო დღეებში დაიწყება. ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა აღნიშნა, რომ “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა” და “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” შორის კოალიციის შექმნის შესახებ საწყისი საუბრები უკვე შედგა და მათი მიზანია, რომ ახალი მთავრობა აღდგომისთვის (20 აპრილისთვის) ჩამოყალიბდეს.

მერცმა, რომელიც დიდი ალბათობით გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, აღნიშნა, რომ მისი მიზანია გერმანიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, განსაკუთრებით აშშ-სთან გაურკვეველი ურთიერთობებისა და გერმანიის, როგორც ევროპაში უდიდესი ეკონომიკის, სტაგნაციის ფონზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება