გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს

გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს.

ფიცის ტექსტი რამდენიმე ახალგაზრდამ წაიკითხა და მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

„ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა, ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება, ვინც არ დანებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე, რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ, წარსულის და დღევანდელი გმირების, - 49 სინდისის პატიმრის სახელით, ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ:

არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს! სიტყვით და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს! ვფიცავთ - ვიქნებით ერთად! ვფიცავთ - ვიბრძოლებთ ბოლომდე!“, - ნათქვამია ფიცის ტექსტში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება