გიორგი სიორიძე - სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად

ძალიან უმძიმს ჩემს გურიას. "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისში საგანგებო შტაბი შევქმენით, სადაც კოორდინაციას გავუწევთ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან სტიქიის ზონაში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი სიორიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სიორიძე წერს, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად.

"ძალიან უმძიმს ჩემს გურიას. "ლელოს - ძლიერი საქართველოს" ოფისში საგანგებო შტაბი შევქმენით, სადაც კოორდინაციას გავუწევთ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან სტიქიის ზონაში. ცხელ ხაზზე ჩვენი პირადი ნომრებია მითითებული და ზარები არ ჩერდება.

ხალხი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, უთავდებათ საკვებისა და მედიკამენტების მარაგი, ეზოების გადათოვლას ვერ ახერხებენ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად. პრაქტიკულად, არ გვყავს სპეცტექნიკა, რომლის ყოლის შემთხვევაში ასეთი შედეგები არ დაუდგებოდა მოსახლეობას, გვარდიაც დროზე უნდა ჩაერთოთ და საჭიროებისამებრ - თავდაცვის ძალებიც (მეტი საგანგებო მდგომარეობა რა უნდა იყოს). სოფლების უმრავლესობა მოწყვეტილია და სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ მივდივართ მათთან, მაგრამ სადაც შეგვეძლება და ადამიანური რესურსით ვეყოფით, ყველგან მივალთ, ფიზიკური მუშაობა იქნება საჭირო თუ პირველადი სამედიცინო დახმარება, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ღმერთო, დაიფარე გურია!”, - წერს სიორიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება