ირაკლი კობახიძე - აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.

„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი