ირაკლი კობახიძე - სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს - გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კობახიძის თქმით, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს, რისთვისაც სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა.

“დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში - გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.

მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.

„საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო