კირ სტარმერი - თავდაცვის ხარჯებს 2.5%-მდე ვზრდით, ეს კიდევ უფრო საშიში სამყაროა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბრიტანელი ხალხი დავიცვათ - ტრამპი ამბობს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ და მას ვეთანხმები

დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

“ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, უპირველესი ვალდებულებაა, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სწორედ ამიტომ თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე ვზრდით 2027 წლის აპრილიდან.

ეს კიდევ უფრო საშიში სამყაროა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელი ხალხი სახლში დავიცვათ”, - წერს სტარმერი X-ის საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე სტარმერმა განაცხადა, რომ ეს “მნიშვნელოვანი მომენტია” და ამ თაობამ უნდა “იბრძოლოს მშვიდობისთვის”.

მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან - ყველამ იცოდა “გულის სიღრმეში”, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ის მუდმივად ამტკიცებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, მეტი უნდა გააკეთონ კოლექტიური თავდაცვისთვის.

“სიმართლეა, რომ ტრამპი ამბობს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. და მას ვეთანხმები”, - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, 27 თებერვალს სტარმერის ვაშინგტონში ვიზიტი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაა დაგეგმილი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის დღეს, 25 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ვაშინგტონიდან დაბრუნდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი