ირაკლი შაიშმელაშვილი - შსს ყოფილ კოლეგებს ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს

შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანებს თავდაცვის სამინისტროდან კი იმის გამო ათავისუფლებენ, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს.

"მიმდინარე დღეებში, სახელმწიფოს, იმის ნაცვლად, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და კრიზისების მართვის ჯგუფი პრაქტიკაში გაეაქტიურებინა, შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს (fb-დან რატომ არ წამშალეს).. ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე, პეტიციით რომ გამოხატეს პოზიცია.

ამაზე მეტს, რა რეპრესიებს ელით?! მითუმეტეს, რა პოზიტიური მოლოდინი გაქვთ?!

დუმილით ქვეყანა ხომ დაანგრიეთ და ახლა საკუთარი მომავლის სარეცელზე ბოლო ლურსმანს აჭედებთ",- წერს შაიშმელაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის