Financial Times - უკრაინამ და აშშ-მ მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

როგორც მედია იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.

მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.

ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შესულ რესურსებზე, რასაც უკრაინა მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.

ამასთან, მედიის თანახმად, შეთანხმებაში არ არის ნახსენები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა.

გარდა ამისა, ისეთი საკითხები, როგორიცაა, აშშ-ის წილი ფონდში და გარიგების „ერთობლივი საკუთრების“ პირობები გადაუჭრელია, რომლებიც შემდგომ შეთანხმებებში გადაწყდება.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს გამოცემას, რომ შეთანხმება დამტკიცებულია იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ის უკრაინის უმაღლესმა რადამაც უნდა დაამტკიცოს.

გამოცემის წყაროების თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს კვირებში თეთრ სახლში გაემგზავრება ტრამპთან ხელმოწერის ღონისძიებაზე.

ასევე, გამოცემას უკრაინაში წყაროებმა განუცხადეს, რომ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ „ჩარჩო შეთანხმებაა“ და რომ ფონდის შექმნამდე არანაირი შემოსავალი არ გადაირიცხება.

გამოცემის წყაროების თანახმად, მხარეები „გაცილებით ხელსაყრელ პირობებზე“ შეთანხმდნენ და აღნიშნული შეთანხმება არის აშშ-სთან ურთიერთობების გაფართოების საშუალება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო