დონალდ ტრამპი - ვაპირებთ, 5 მილიონ დოლარად ოქროს ბარათები გავყიდოთ, ამ ბარათის შეძენით ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათებს“ მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება და რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

”ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ამ ბარათს ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დავადოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. ამ ბარათის შეძენით ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება და მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვა იქნება შესაძლებელი.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების მიყიდვას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.

ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ ბარათი ჩაანაცვლებს ინვესტორთა საიმიგრაციო სავიზო სამთავრობო პროგრამას, EB-5-ს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და შემდეგ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადი გააკეთონ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა