პოლონეთის ვიცე-პრემიერი - უკრაინა უახლოეს კვირებსა და თვეებში Starlink-ის 5 000 ტერმინალს მიიღებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინას Starlink-ის ტერმინალების მნიშვნელოვან პარტიას მიაწვდის.

უკრაინული მედიის ცნობით, გავკოვსკიმ TVN24-ის ეთერში განაცხადა, რომ საუბარია ხუთ ათას ტერმინალზე, რომელიც უკრაინაში „უახლოეს კვირებში და თვეებში“ ჩავა.

მან ისაუბრა იმაზე, რომ პოლონეთმა Starlink-ის ტერმინალები შეიძინა და უკრაინას გადასცა და მათ სააბონენტო გადასახადსაც იხდის.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინას სატელიტური ინტერნეტი გაუთიშოს, გავკოვსკიმ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომელიმე ამერიკულმა კორპორაციამ ასეთი კონტრაქტები დაარღვიოს.

პოლონეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტრომ უკრაინისთვის Starlink-ის დამატებითი სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„კიდევ ხუთი ათას Starlink-ს ვუკვეთავთ, რისთვისაც ნაწილობრივ უკვე გადახდილია და უკრაინაში უახლოეს კვირებსა და თვეებში გაიგზავნება“, - აღნიშნა კშიშტოფ გავკოვსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაში უკვე 25 ათასი Starlink-ი მუშაობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი