ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, - ამის შესახებ ლანჩხუთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ასკურავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს, დღეს მოხალისეები საჭირო ნივთებს დრონებით მიაწვდიან.

„მაღალმთიანი სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მთიან სოფლებში ჩვეულებრივი ტექნიკა გზას ვერ გაწმენდს, ასეთი სოფლებია, აცანა, ათექი, ჩოჩხათი, კოკათი და სხვა. პირველადი მოხმარების საგნებს მოხალისეები დრონებით მიაწვდიან, სოფელში ჩარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”,- აცხადებს კახა ასკურავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება