გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კვლავ რთული მდგომარეობაა. რამდენიმე სოფლის გზა ცენტრამდე გაიწმინდა. შიდა სასოფლო გზები არსად არის გაწმენდილი. თოვლის საფარმა წუხელ კიდევ მოიმატა, მაგრამ დიდად არა. ყველაზე რთული ზონა არის საჭამიასერი, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, კოხნარი ეს სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს. ელექტროენერგია არ არის. ვიცით რამდენიმე მარტოხელა მოხუცი, რომელიც საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, როგორ არიან არც ვიცით და მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. გარდა ამისა არის საკვების პრობლემაც. ხელისუფლებას მოვუწოდებ მოქმედებისკენ, რათა არსებული პრობლემები დროული მოგვარდეს,“- განაცხადა ბაჩო ახალაძემ.

ჩოხატაურის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩართულია თავდაცვის ძალები.

„მუნიციპალიტეტში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ყველა მიმართულებით წმენდდა ცენტრალურ გზებს. გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება”, - აცხადებენ ჩოხატაურის მერიაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება