მარკო რუბიო - თუ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ორი ბირთვული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდება

თუ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ორი ბირთვული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, 21-ე საუკუნის მთავარი განმსაზღვრელი აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იქნება.

„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ჩინეთის მუდმივი უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ორ ბირთვულ ძალაზე, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იქნებიან გაერთიანებულები. თუ ეს ტენდეცია გაგრძელდება, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა რუსეთს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი ჩინეთზე მთლიანად დამოკიდებულები იქნებიან“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ს ჩინეთთან კონკურენცია ექნება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ეს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

„რუსებთან უთანხმოება გვექნება, მაგრამ ურთიერთობა ორივე მათგანთან უნდა გვქონდეს. ეს ქვეყნები დიდი და ძლიერი სახელმწიფოები არიან, რომელთაც ბირთვული მარაგები აქვთ. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებში საღი აზრის ცნება დავკარგეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება