თბილისის საქალაქო სასამართლოში ხატია დეკანოიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ხატია დეკანოიძემ და მისმა ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მათ საქმის მასალები წინასწარ არ გადაუციათ და სასამართლოში გაიგეს, თუ რას ედავებიან.

„კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი არ არის, რას ედავებიან ხატია დეკანოიძეს. სასამართლომ ვერ უზრუნველყო, რომ მას მასალები ჩაბარებოდა, ანუ პროცესზე ისე მოვედით, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა შინაარსის დავაა. პროცედურული დარღვევები კი არა, შინაარსობრივად აბსურდთან გვაქვს საქმე და არაფერი გვიკვირს. ფაქტია, რომ გრძელდება მასობრივი პოლიტიკური და ფინანსური რეპრესია“,- განაცხადა აბესაძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის უჩვეულოა სასამართლოში, როგორც შესაძლო სამართალდამრღვევად გამოცხადება.

„ძალიან დიდი ხანი ვითხოვდით, საქმის მასალები ან ადვოკატს, ან მე ჩამბარებოდა. ჩემი ეს სასამართლო პროცესი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება, ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები. ზოგადად, ამ სასამართლოში მოსვლა და მოსამართლეების წინაშე საუბარს მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ჩემთვის უჩვეულოა, მთელი ცხოვრება მართლმსაჯულებას ვემსახურები და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე, პროტესტის უფლებაც არ გვაქვს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება