გიორგი სიორიძე - წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ - ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება

ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. ეს სამწუხაროდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გურიაში სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა.

„წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ. ახლა, პარალიზებულია მთელი რეგიონი, სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია. ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა. ბაზარიც ჩანგრეულია.

იცით, „ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი შევქმენით, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, ეს უმოქმედობა არის დანაშაულებრივი, რაც პასუხისგების საფუძველია. ცინიკურად ამბობდნენ: „რა სტიქია, თოვლი მოვიდაო“. საბედნიეროდ, ბევრი მოხალისე დაირაზმა და მოემართებიან აქ, მათ შორის მთამსვლელები. ჩვენი საგანგებო შტაბი ყველაფერს აკეთებს კოორდინაციისთვის, კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა ჯგუფთან, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იქნება ეს პირველადი სამედიცინო დახმარება თუ სხვადასხვა სახის მედიკამენტის, საკვების მიწოდება, ცოცხალი ძალის გაგზავნა რთულ ადგილებში. მადლობა იმ ადამიანებს ვინც სოლიდარობა გამოიჩინეს და გურიისკენ ჩამოდიან, მთელი დღე ვიქნებით მათთან მუდმივ კოორდინაციაში. მოსახლეობას დავეხმარებით პირველადი პრობლემების მოგვარებაში, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომ გადავარჩინოთ“,-აღნიშნა სიორიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი