დიდთოვლობამ სამეგრელოშიც პრობლემები შექმნა

სამეგრელოში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. მათივე ცნობით, უამინდობის გამო 9 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, ხოლო საბავშვო ბაღებში ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს.

გუბერნიის ინფორმაციითვე, ელექტროენერგია 20-მდე სოფლის აბონენტების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება და ადგილზე აქტიურად მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.

უამინდობამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში გზების გაწმენდითი სამუშაოები არ შეწყვეტილა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, დაყრილია ტექნიკური მარილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სპეციალური შტაბი, რომელიც შექმნილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში. ახლა შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ინტერნეტი უწყვეტად მიეწოდება. ადმინისტრაციული ერთეულების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი