საია შსს-ს შუამდგომლობით მიმართავს, თემურ ქათამაძის მიმართ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გამოყენებული ღონისძიება შეცვალოს

საია, მოშიმშილე აქტივისტ თემურ ქათამაძის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების - დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შეცვლის შუამდგომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით სამინისტროს მიმართავენ იქიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. იგი 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით.

თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში ეთქვა მას უარი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს 1 თვეს. მოცემულ შემთხვევაში საკითხის განსახილველად სამინისტროს მხოლოდ 3 დღე დასჭირდა.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძე, ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს და ითხოვს სტატუსის მინიჭებას, რადგან თურქეთში მის წინაღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია.

გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის დროებითი განთავსებს ცენტრში მოთავსების ბრძანებას საფუძვლად უდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა. საკითხის განხილვისას სამინისტროს და შემდეგომ უკვე სასამართლო დაეყრდნო პირის მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან, სამინისტროს მითითებით, თემურ ქათამაძეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არსებობს მისი შემოსავლის ქონის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე, შიმშილობის ამ ვადისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა, გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო.

იქიდან გამომდინარე, რომ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია, ამ მოთხოვნით მივმართეთ სამინისტროს“, -ნათქვამია საია-ს განცახდებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი