უამინდობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო - დროებით ჩერდება „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით

დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს,18:00-ზე შეასრულებს.

ამასთან, როგორც აეროპორტში განმარტავენ, ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

„დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00 საათზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.

ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ“,-აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი