შიდა ქართლის გუბერნატორი - ხაშურის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია - ვიყენებთ სრულ ტექნიკურ რესურსს, რომ რეგიონის არცერთი სოფელი ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს

წუხანდელი ღამიდან გადაუღებლად თოვს შიდა ქართლში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე უხვი ნალექი ხაშურის მუნიციპალიტეტშია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, შედარებით პრობლემური ზონები სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებული პუნქტების მიმართულებითაა.

ლევან ხარაბაძის ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ღამის საათებიდან ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

„უხვი ნალექია რეგიონში, თუმცა, ყველაზე უფრო საყურადღებო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებია, სადაც თოვლის საფარი შედარებით მაღალია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია ღამის საათებიდან, სხვა ტექნიკასთან ერთად, 9 ერთეული მძიმე ტექნიკაც მუშაობს, მათ შორის - მუხლუხოებიანი ტრაქტორები და ინტენსიურად იწმინდება გზები. ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს მაღალი ზონის სოფლები, სადაც ამ დროისთვის მისასვლელი გზები ჩაკეტილია, ყველაფერი კეთდება, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ აღნიშნული გზების გაწმენდაც, თუმცა ინტენსიური თოვა გრძელდება, რაც ართულებს მდგომარეობას. ვიყენებთ სრულ ტექნიკურ რესურსს, რომ რეგიონის არცერთი სოფელი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. რაც შეეხება მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფას, ამ დროისთვის არ გვაქვს შეფერხებები“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი