Politico - მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ის კონტრაქტორებისთვის გადასახადების გადახდა უბრძანა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ის კონტრაქტორებისთვის გადასახადების გადახდა უბრძანა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, ამირ ალიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების კონტრაქტორებისთვის დაფინანსების აღდგენის შესახებ მის მიერ 13 თებერვალს გაცემული ბრძანება დაარღვია.

მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის კონტრაქტორებისთვის დაფინანსების აღდგენისთვის დრო 26 თებერვლის 23:59 საათამდე მისცა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. მოგვიანებით, საგარეო დახმარების პროგრამების დაფინანსება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეაჩერა. 3 თებერვალს ვაშინგტონში USAID-ის ოფისი დაიხურა, ხოლო დონალდ ტრამპმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა. USAID-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების ბრძანება გამოსცა, თუმცა აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანება დაბლოკა და თანამშრომლების ნაწილი თანამდებობებზე აღადგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი