სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში - უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება.

„სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ასევე თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა მათ, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის გადაჭრა, რაც მათი და ჩვენი რეგიონის წინაშე დგას“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი