ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ისა და უკრაინის შეთანხმება კარგი ნიშანია

იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ისა და უკრაინის შეთანხმება კარგი ნიშანია, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა.

„უკრაინა და აშშ ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავების სექტორში, თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან და ეს კარგი ნიშანია, რადგან ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ჩართვა და ამით მომავალი თანამშრომლობის პირობების შექმნა შეუძლიათ“, - განაცხადა ბუდრისმა.

მისი თქმით, უკრაინას მოლაპარაკებებში იმის ძალა ჰქონდა, რომ ის პირობები არ მიეღო, რომლებიც ნაკლებად მისაღები იყო.

„ვფიქრობ, ევროპის როლი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ უკრაინელი კოლეგები დავარწმუნეთ, რომ არ მიეღოთ ის, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს არღვევდა“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი