ანა დოლიძე - ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს

ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლითაც ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს მიმართავს, რათა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ მოკვლევა დაიწყოს.

„ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს. ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვითაც მიმართავს ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს, რათა დაიწყოს მოკვლევა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ. ის განმარტავს, რომ საქართველოში პროტესტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ პირობებში ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება პროპაგანდას და ემსახურება ძალადობას რეგისტრირებულია ნიდერლანდებში. ეს იძლევა ერთი მხრივ, ეფექტურ საშუალებას ნიდერლანდების პარლამენტისთვის, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ზომები ნიდერლანდებში რეგისტრირებული ირაკლი რუხაძის ბიზნესების წინააღმდეგ“, - წერს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი